კომპლესი მოიცავს: 300 ნომრიან სასტუროს, კაზინოს, რესტორანს, კლუბს, ყავის სახლს, ლუდის ბარს, ბოულიგ დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სპას, საბავშვო ბაღს, დასასვენებელ ტერასებს, გასართობ დაწესებულებებს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს, ღია აუზს. კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ადგილმდებარეობა - იგი, ბათუმის ყველაზე განვითარებად ზოლში, ახალ ბულვართან, იუსტიციის სახლთან და მოცეკვავე შადრევანთან მდებარეობს. ახალი ბულვარი ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. 6 კილომეტრიანი მონაკვეთი 2011 წელს გაშენდა და დღევანდელი მონაცემებით, ევროპაში ყველაზე გრძელი ბულვარია. ულამაზეს სანაპირო ზოლის მთელ პერიმეტრზე მოწყობილია როგორც საფეხმავლო, ასევე ველო ბილიკები. აქვეა სხვადახსვა ტიპის რესტორნები და ღამის კლუბები.